გეგმა

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის   თემა
ზაქარია ფალიაშვილი (ბიოგრაფია და შემოქმედება)
სწავლების საფეხური
VIII
მოსწავლეთა რაოდენობა
20
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
მოსწავლემ იმღეროს თანაკლასელებთან ერთად ხმებში ;
გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან მუსიკოსის შემოქმედება ; მოსწავლემ უნდა გაანალიზოს მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოებები .
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
      მუს. IX.   1. მოსწავლეს შეუძლია სიმღერა თანაკლასელებთან ერთად ორ ხმაში და სამ ხმაში.
     მუს. IX.    5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება:
1.      შთაბეჭდილება;
2.      საუბრობს ფორმაზე, ჟანრზე;
3.      ამოიცნობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მოსმენისას.
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
აქტივობა 1. ხალხური სიმღერების გამეორება  -  5 წთ.
აქტივობა 2. კომპოზიტორის ბიოგრაფიაზე საუბრები და ერთდროულად სლაიდ-შოუს ჩვენება - 10 წთ.
აქტივობა 3. ჯგუფებში კომპოზიტორის შემოქმედების გარჩევა - 20 წთ.
აქტივობა 4. მესამე აქტივობასთან ერთად მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, კერძოდ, ნაწყვეტები ოპერებიდან;
აქტივობა 5. მოსმენილი მასალის გაანალიზება - 10 წთ.
შეფასება

კომპონენტები
1 – 5 ქულა
6 – 8 ქულა
9 – 10 ქულა
1.
2.
3.

4.
5.
ჩართულობა
მასალის ფლობა
კითხვებზე პასუხის გაცემა
კომუნიკაცია
შემოქმედება

საორგანიზაციო  საკითხები



სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
წიგნი, კომპიუტერი


Комментариев нет:

Отправить комментарий