вторник, 5 ноября 2013 г.

1.პროექტის სახელწოდება: მსოფლიოს ქვეყნების ცნობილი საოპერო თეატრები.
2.პროექტის მთავარი იდეა:პროექტში მონაწილე მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრებზე, მათი შექმნის ისტორიებზე.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ნაკლებად ურთიერთობენ კლასიკურ მუსიკასთან, მით უმეტეს საოპერო და საბალეტო ჟანრებთან.იმედია ამ პროექტის შემდეგ ისინი დაინტერესდებიან ხელოვნების ამ ჟანრით.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს გაუღვივდეთ სიყვარული მუსიკისადმი, გაიღრმაონ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი /8-10 კლასი.
6.ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის ნოემბერი-დეკემბერი.
7.მოსალოდნელი შედეგები / ,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებს გაუღვივდებათ სიყვარული მუსიკისადმი ,დაინტერესდებიან კლასიკური მუსიკით,გაეცნობიან საოპერო და საბალეტო ჟანრებს.მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოში ცნობილ მომღერლებზე და მოცეკვავეებზე. გააკეთებენ პრეზენტაციებს ,ისწავლიან გუნდურად მუშაობას, კომპიუტერთან მუშაობას.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ფოტოაპარეტი , კედლის გაზეთი.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ): ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, დახარისხება, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება, პრეზენტაციის გაკეთება.ექსკურსიის მოწყობა თბილისის საოპერო თეატრში, სპექტაკლზე დასწრება.

10.საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნული სასწავლო გეგმასთან კავშირი : გეოგრაფია, ისტორია. გეოგრაფიასთან- გეოგრაფიული ადგილმდებარეობა , ისტორიასთან  - თვით შენობის ისტორია, ეროვნულ გეგმასთან - მოსწავლეს შეუძლია საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვა,შეუძლია სხვებთან თანამშრომლობა
11.პროექტის ხელმძღვანელი  / ფასილიტატორის სახელი :მარინე კელეპტრიშვილი -ქალაქ თბილისის 144-საჯარო სკოლა , მუსიკის პედაგოგი .
12.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
m.keleptrishvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი :
marinekeleptrishvili.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий